logo_geo
მიხეილ ბატიაშვილი: დიდი მადლობა მედიას, იმისათვის, რომ მუდმივად აშუქებდით ჩვენს პროექტებს
- +

7 ნოემბერი. 2019. 11:45

 

თანამდებობის დატოვების შემდეგ, მიხეილ ბატიაშვილმა მადლობა გადაუხადა როგორც სამთავრობო გუნდს, ასევე სამინისტროს თანამშრომლებს, პედაგოგებს, პროფესორ-მასწავლებლებს და მედიას.

 

„მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს ერთიან სამთავრობო გუნდს თანამშრომლობისთვის, მხარდაჭერისთვის. ჩემს დიდ გუნდს სამინისტროში, თითოეულ თანამშრომელს, მათ გარეშე ჩვენ არ გვექნებოდა ის შედეგები, რასაც მივაღწიეთ და რაც მთავარია, უზარმაზარია მათი როლი იმ პროცესებში, რაც მიმდინარეობს და გაგრძელდება. 

 

დიდი მადლობა ყველას, მასწავლებლებს, ლექტორებს, მეცნიერებს, ექსპერტებს... დიდი მადლობა თქვენ, მედიას, იმისათვის, რომ მუდმივად აშუქებდით ჩვენს პროექტებს“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

 

big_banner
არქივი