logo_geo
გრიგოლ ლილუაშვილმა საქართველოში სომხეთის ელჩთან, რუბენ სადოიანთან შეხვედრა გამართა
- +

12 ნოემბერი. 2019. 10:50

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა საქართველოში სომხეთის ელჩთან, რუბენ სადოიანთან შეხვედრა გამართა.

 

მხარეებმა რეგიონში არსებული ვითარება მიმოიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოსა და სომხეთს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხებს და სამომავლო გეგმებს.

 

გრიგოლ ლილუაშვილმა და რუბენ სადიოანმა ორი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები მიმოიხილეს და საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების სამსახურებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას ხაზი გაუსვეს.

 

 

big_banner
არქივი