logo_geo
გიორგი ვოლსკი: უმრავლესობის დაშლა კატეგორიულად მიუღებელია
- +

14 ნოემბერი. 2019. 21:19

 

 

უმრავლესობის დაშლა კატეგორიულად მიუღებელია. პარტიიდან 10-15 კაცის გარიცხვა, რომლებიც საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგიყვნენ, ქვეყანას დააზიანებს“, - ეს განცხადება მედიასთან .საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა  გია ვოლსკიმ პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.

 

უნდა ვემზადოთ არჩევნებისთვის გაცილებით უფრო სერიოზულად. არა განცხადებებით ტელევიზიების წინაშე, არამედ შესანიშნავი პროექტით. ჯერჯერობით ბიუჯეტის პროექტით და კონკრეტული მუშაობით, პროგრამით და ადამიანებთან ურთიერთობით. ეს არის მთავარი თემები რაც შეიძლება შევაჯამოთ დღევანდელი საუბრიდან“,-განაცხადა ვოლსკიმ.

 

მისი თქმით, დიდი შეცდომა იქნება, პარტიული ორგანიზაციების ყურადღება აქციებზე გადავიდეს:

 

თუმცა, არც იმას გამოვრიცხავ, რომ როგორც ზოგიერთ განვითარებულ ქვეყანაში ხდება აქციებმა განვითარება პოვოს და უფრო მეტი ხალხი მივიდეს. არც ვადამდელი არჩევნებია პრობლემა, თუმცა ეს ქვეყანას დააზიანებს“, - დასძინა ვოლსკიმ.

 

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ და პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კატეგორიულად გამორიცხა.

 

 

14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. თამარ ჩუგოშვილმა ვიცესპიკერის თანამდებობა, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა.

 

საპარლამენტო უმრავლესობა განმარტავს, რა სისტემით ჩატარდება 2020 წლის არჩევნები. განცხადება გაავრცელა მმართველი პარტიის ლიდერმაც. ოპოზიციური პარტიები მხარდამჭერებს პარლამენტთან აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი