logo_geo
გიორგი მარგველაშვილი: მივმართავ ჩემს მეგობარ პრეზიდენტებს, გამოიყენეთ თქვენი ძალაუფლება, კავშირები და მოახდინეთ გავლენა პროცესზე
- +

14 ნოემბერი. 2019. 23:49

 

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის დღევანდელ გადაწყვეტილებას ეხმიანება და აცხადებს, ან ქართული დემოკრატია გაიმარჯვებს, ან საქართველოს დამესგავსება ქვეყანას, სადაც ავტორიტარიზმი და ტოტალიტარიზმია ცხოვრების წესი.

 

ყოფილი პრეზიდენტი პარლამეტის შენობასთან მიმდინარე ოპოზიციის მიტინგს შეუერთდა, საიდანაც თავის დასავლეთელ მეგობრებს მოუწოდებს, გამოიყენონ თავიანთი ძალაუფლება, კონტაქტები და მოახდინონ გავლენა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე.

 

 მივმართავ ჩემს ასობით მეგობარს ათობით დედაქალაქში. ჩემო ევროპელო, ჩემო ამერიკელო, ჩემო დასავლელო მეგობრებო, უნდა იცოდეთ, რომ ცდილობენ, იმ თავისუფალ, დემოკრატიულ საქართველოს, რომელიც თქვენ მოგწონდათ, მომავალი დაუმთავრონ. განსაკუთრებით მივმართავ ჩემს მეგობარ პრეზიდენტებს, გამოიყენეთ თქვენი ძალაუფლება, თქვენი უნარი, თქვენი კავშირები და მოახდინეთ გავლენა ამ პროცესზე. ქართული დემოკრატია გაიმარჯვებს ან ეს ქვეყანა დაემსგავსება იმ მრავალ ქვეყანას, სადაც ავტორიტარიზმი და ტოტალიტარიზმია ცხოვრების წესი. არ არის ეს ქართველი ხალხის არჩევანი. არ ვართ ჩვენ ამის ღირსი. ვუერთდები თქვენს აქციას და ბოლომდე ვიქნები თქვენი სულისკვეთებისა და ბრძოლის მხარდამჭერი“, – განაცხადა ექსპრეზიდენტმა გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე.

მარგველაშვილის მოსაზრებით, თავისუფალი და დემოკრატიული საქართველო საფრთხის წინაშეა.

 

დღეს, 14 ნოემბერს, პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა.  საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატმა დატოვა.

 

 

 

big_banner
არქივი