logo_geo
ბონდო მძინარიშვილი: დაუყოვნებლივ გაიტანეთ კასრები! რუსთაველის გამზირის გადაწვისთვის ხალხი შეგაჩვენებთ!
- +

16 ნოემბერი. 2019. 01:01

 

ჟურნალისტი ბონდო მძინარიშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაიტანოს რუსთაველის გამზირიდან რკინის კასრები, რაც დიდი პროვოკაციისთვის მზადებას ნიშნავს.

 

"მოვუწოდებ ხელისუფლებას: დაუყოვნებლივ გაიტანეთ რკინის კასრები და შეშა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან! დაუყოვნებლივ!
ეს არის მზადება დიდი პროვოკაციისთვის!
არ დაუშვათ რუსთაველის პროსპექტის გადაწვა და მსხვერპლი!
თქვენი ვალდებულებაა პრევენცია!
ჰოდა, იზრუნეთ უსაფრთხოებაზე!", - წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ბონდო მძინარიშვილი.

ჟურნალისტი ასევე, მიმართავს ე.წ კასრების აქციის ორგანიზატორ ოპოზიციონერ ლიდერებს და პასუხისმგებლობას აკისრებს მათ სამოქალაქო დაპირისპირების შესაძლო მცდელობაზე.

 

"მივმართავ აქციის ორგანიზატორი და მხარდამჭერი პარტიების ლიდერებს: რას აკეთებთ?!
თქვენ გგონიათ ოდესმე მოიხსნით პასუხისმგებლობას იმაზე, რაც მოხდება?!
ვერასოდეს!
დაიმახსოვრეთ: ისევე შეგაჩვენებთ ხალხი, როგორც შეაჩვენა 1991 წლის სახელმწიფო გადატრიალების მომწყობები!", - წერს ჟურნალისტი.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი