logo_geo
შსს: პარლამენტთან აქციაზე 5500-მდე ადამიანი იყო
- +

17 ნოემბერი. 2019. 21:54

 

შინაგან სამქეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს მიმდინარე აქციაზე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 5500-მდე ადამიანი იყო.

 

რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, იმყოფებოდა დაახლოებით 5 500-მდე მოქალაქე, ასევე, აქცია მიმდინარეობდა რესპუბლიკის მოედანზე, სადაც იმყოფებოდა 1500-მდე მოქალაქე და აჭარაში, კერძოდ, ბათუმში იმყოფებოდა 50-მდე მოქალაქე. შსს განაგრძობს საზოგადოებრივი წესრიგისა და მართლწესრიგის დაცვას, ასევე უზრუნველყოფს თითოეული მოქალაქის გამოხატვის თავისუფლების დაცვას“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.

 

ამ დროისთვის სამართალდამცველებს არავინ დაუკავებიათ. იყო მცირედი დაპირისპირებები, თუმცა აქცია მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

 

 

 

big_banner
არქივი