ჟურნალისტი და ბლოგერი ბაკურ სვანიძე, სოციალურ ქსელში, იმ ახალგაზრდების ფოტოებს აქვეყნებს, რომლების ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციებზე სიტყვით გამოდიან.
ბაკურ სვანიძის შეფასებით, ეს ახლგაზრდები არ არიან არაპოლიტიკურები, უფრო მეტიც, ისინი ექსპრეზიდენტ სააკაშვილთან დაახლოებულები არიან.
„და აი ისინიც! "აღშფოთებული, გაბრაზებული, სრულიად არაპოლიტიკური და გულწრფელი მთელი ქართველი ახალგაზრდობა"!!!! აი, ამათ გვერდით დგახართ ქალბატონებო და ბატონებო - "ბესელიებო"! "ბურჯანაძეებო"! "კუკავებო"! და სხვანო!!!! იმ გასიებულ აყროლებულ "ბოჩკას" არც ვახსენებ! ჰოდა, ველოდები, როდის დასვამს ინგა გრიგოლია ეთერში ამ კითხვას "ნაცების" წარმომადგენელთან - "თუკი ისინი უბრალოდ გაბრაზებული ახალგაზრდები არიან, რატომ აქვს ყველა მათგანს ფოტო გადაღებული მიხეილ სააკაშვილთან? გთხოვთ გვიპასუხოთ!"
- ასეთი მკაცრი ტონით დაუსვი ეს კითხვა, რომელიმე "ნაცს" მანდ შენს "ეპიცენტრში“ „გავლენების მიღმა" - მიუკერძოებელო ეშმაკის კერძო! მიდი!
გ ე ლ ო დ ე ბ ი თ!
(ფოტოებზე ე.წ. არაპოლიტიკური ახალგაზრდული მოძრაობა "შეცვალეს“ წევრები "დავალებაზე" და მანამდე - რეალურ ბატონთან ერთად!)“ - წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ბაკურ სვანიძე.