logo_geo
თორნიკე რიჟვაძე: ჩემს ორი წლის შვილს მეტი მეგობარი ჰყავს ბაღში, ვიდრე „ნაციონალურ მოძრაობას“ - მხარდამჭერები აჭარაში
- +

18 ნოემბერი. 2019. 14:56

 

 

„ჩემს ორი წლის შვილს ბაღში უფრო მეტი მეგობარი ჰყავს, ვიდრე „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს აჭარაში მხარდამჭერები და ეს გუშინდელ აქციაზეც გამოჩნდა“, - ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ 2020 წელს პროპორციულ სისტემაზე გადასვლის ინიციატივამ პარლამენტში ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მოაგროვა, თუმცა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე ქვეყანა 2024 წლიდან გადავა.

„სამწუხაროა, რომ იმ კონკრეტულმა ინიციატივამ, რასაც „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ხელმძღვანელობა მხარს უჭერდა, პარლამენტში მხარდაჭერა ვერ მოიპოვა და შემდეგი წლის არჩევნები ჩატარდება შერეული საარჩევნო სისტემით, მაგრამ იცით, კონსტიტუციით ვალდებული ვართ, 2024 წლისთვის უკვე ჩავატაროთ არჩევნები პროპორციული წესით. რაც შეეხება აჭარის კონტექსტს, ჩვენი რეგიონი არის ამ ქვეყნის განუყოფელი ნაწილი და საარჩევნო სისტემაც უნდა იყოს შესაბამისობაში ქვეყნაში ეროვნულ დონეზე არსებულ პოლიტიკურ და კონსტიტუციურ ლოგიკასთან“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

 

 

big_banner
არქივი