logo_geo
გია კორკოტაშვილი: თუ საჭირო გახდება, „ქართული მისია“ აიღებს თავზე ამ ინიციატივას, რომელიც...
- +

18 ნოემბერი. 2019. 17:13

 

 

„რაც არ უნდა უზნეოდ იქცეოდეს ბიძინაც და „ოცნებაც“, „ნაცების“ გვერდში დადგომა მაინც მორალს სცილდება!“ - ამის შესახებ „ქართული მისიის“ წევრი გია კორკოტაშვილი აცხადებს.

 

„რატომ? იმიტომ, რომ მაინც საკუთარი ტყავის და მუცლის კომფორტამდე მიდის იმ ხალხის აზროვნება, რომელიც ამ გაურკვეველ სიმბიოზს ოპოზიციას შეუერთდა!

 

ქვეყანა მეორე პლანზეა!

 

თუ მართლა მარტო პროპორციული არჩევნების თემა გაწუხებთ, რაშიც გეთანხმებით საკუთარი პერსონით, სულ რომ ჯგუფებად ვიყოთ დაყოფილები, ჩვენი აზრის დაფიქსირებას წინ არაფერი უდგას და საზოგადოებაც დაინახავს, რომ ეს მონდომება წრფელია და სხვა პოლიტიკური ვირეშმაკობები არ ახლავს!

 

ამისათვის ყველაზე მარტივი იქნება რეფერენდუმი ამ თემაზე!

 

თეთრიც და შავიც, ანუ მოსახლეობის სურვილი ამ რეფერენდუმში გამოჩნდებოდა - უნდა ჩატარდეს პროპორციული არჩევნები თუ არა!

 

თუ საჭირო გახდება, „ქართული მისია“ აიღებს თავზე ამ ინიციატივას, რომელიც ყოველგვარ რევოლუციურ სცენარს გამორიცხავს და ცივილიზებულდ გადაწყვეტს ამ თემას!

 

ამ რეფერენდუმის შედეგებით „ოცნება“ ვეღარ გადააგდებს საზოგადოებას და „ნაცებიც“ ვეღარ შეძლებენ რევოლუციური რევანშისტული სცენარის განხორციელებას!

 

ვისაც ძალგიძთ, კანონიერად ინიცირება გაუკეთეთ პარლამენტში „ქართული მისიის“ ამ იდეას!“ - აცხადებს კორკოტაშვილი.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი