logo_geo
არჩილ თალაკვაძე: მშვიდობიანი მანიფესტაციის უფლება დაცულია და კანონიერ ჩარჩოებს თუ გასცდება, იქნება რეაგირება
- +

19 ნოემბერი. 2019. 16:12

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ მშვიდობიანი მანიფესტაციის უფლება დაცულია და კანონიერ ჩარჩოებს თუ გასცდება, იქნება რეაგირება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს პარლამენტთან გუშინ განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განუცხადა.

 

„საპარლამენტო ოპოზიციის ყველა ლიდერთან გუშინ კომუნიკაცია მქონდა. მათ ვთხოვე და მოვუწოდე, რომ პროცესები კანონის ფარგლებში დაებრუნებინათ. ყველას აქვს უფლება, რომ კანონის ფარგლებში შეკრება და მანიფესტაცია გამართოს.

 

ის, რაც ოპოზიციის ზოგიერთმა უპასუხისმგებლო ლიდერმა დააანონსა, თითქოს პარლამენტის ან სხვა სახელმწიფო უწყებების ბლოკირება მოხდებოდა, მშვიდობიანი მანიფესტაციის ფარგლებს სცდება. ეს არის უკანონო და ამაზე სახელმწიფოს თავისი რეაგირება ყოველთვის ექნება. პრემიერმა, გიორგი გახარიამ თქვა, რაც წერია კანონში – მშვიდობიანი მანიფესტაციის უფლება დაცულია და თუ ის კანონით დადგენილ ჩარჩოებს გასცდება, უკანონო ხასიათს მიიღებს, რისი მცდელობაც ოპოზიციის ზოგიერთ უპასუხისმგებლო ლიდერს ჰქონდა, ამაზე კანონით გათვალისწინებული რეაგირება იქნება“, – განუცხადა ჟურნალისტებს არჩილ თალაკვაძემ.

 

 

 

 

big_banner
არქივი