logo_geo
რატი იონათამიშვილი: როდესაც საზოგადოების მხარდაჭერით არ სარგებლობენ, დესტრუქციული ქმედებებით ცდილობენ ფონს გასვლას
- +

21 ნოემბერი. 2019. 11:41

 

„როდესაც არ სარგებლობენ საზოგადოების მხარდაჭერით, დესტრუქციული ქმედებებით ცდილობენ ფონს გასვლას, ოპოზიცია ზუსტად ამ ხერხს მიმართავს“,- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა მედიას განუცხადა, რითაც სამთავრობო უწყებების პიკეტირების საკითხს გამოეხმაურა.

 

დეპუტატი მოუწოდებს ოპოზიციას, კანონის ფარგლებში დარჩნენ.

 

„როგორც წესი, დესტრუქციულ ქმედებებს მიმართავენ ხოლმე, როდესაც არ სარგებლობენ საზოგადოების მხარდაჭერით და ასეთი ქმედებებით ცდილობენ ფონს გასვლას. ჩვენ ვნახეთ, რომ ოპოზიცია ზუსტად ამ ხერხს მიმართავს, მე მათ მოვუწოდებ, რომ კანონიერების ფარგლებში დარჩნენ. ჩვენს ქვეყანაში შეკრების და მანიფესტაციის უფლება იქნება დაცული“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

 

 

big_banner
არქივი