logo_geo
თეა წულუკიანი: როცა იწყებ ვარდებით და ასრულებ ბოქლომებით, ეს გაკოტრებული პოლიტიკური ძალაა
- +

21 ნოემბერი. 2019. 11:51

 

„ჩვენს ქვეყანას სჭირდება და უხდება შერეული სისტემა, რომელიც არსებობს, სადაც არიან მაჟორიტარი და პარტიული სიით არჩეული დეპუტატები და სადაც არსებობს ჯანსაღი ბარიერი“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განუცხადა.

 

„როცა იწყებ ვარდებით და ასრულებ ბოქლომებით, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე, გაკოტრებულ რეჟიმში მყოფი პოლიტიკური ძალაა. ამიტომ ამაზე ჩვენ ბევრი დრო არ უნდა დავხარჯოთ, არც პოლიტიკოსებმა, არც საჯარო მოხელეებმა. ჩვენ ქვეყანა მისაყვანი გვყავს სტაბილურ და მშვიდობიან გარემოში 2020 წლის არჩევნებამდე, რომელსაც, რა თქმა უნდა, ჩვენი პოლიტიკური ძალა მომზადებული შეხვდება. სოფლებში შეხვედრები კვლავ გრძელდება, მათ შორის მინისტრების მონაწილეობით. ჩვენს ქვეყანას სჭირდება და უხდება ის შერეული სისტემა, რომელიც არსებობს, სადაც არიან მაჟორიტარი დეპუტატები, პარტიული სიით არჩეული დეპუტატები და სადაც არსებობს ელემენტარული ჯანსაღი ბარიერი, რაც უზრუნველყოფს ოკუპირებულ ქვეყანაში სტაბილურობას. ეს არის უმნიშვნელოვანესი“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

 

 

 

 

big_banner
არქივი