logo_geo
აკაკი ზოიძე: პროპორციულ სისტემაზე გადასვლა რეფერენდუმით გადაწყდეს
- +

23 ნოემბერი. 2019. 01:23

 

 

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე, მმართველ გუნდს რეფერენდუმის (ან პლებისციტის) ჩატარებას სთავაზობს, რომლის მეშვეობითაც საქართველოს მოქალაქეებს მიეცემათ შესაძლებლობა საკუთარი პოზიცია გამოხატონ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით.  

 

როგორც ზოიძემ დღეს, ჟურნალისტებს განუცხადა, მან მიმართა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს, უმოკლეს ვადაში რეფერენდუმის ჩასატარებლად ზომები მიიღოს.   

მისივე თქმით, საზოგადოება საკმარისად არის მომწიფებული, რომ პოლიტიკური დემაგოგიისგან გამოარჩიოს ჭეშმარიტების მარცვალი, რატომ არის პროპორციული სისტემა ყველაზე უფრო კარგი გამოსავალი, რომელიც უზრუნველყოფდა უფრო მეტი მოქალაქის მიერ პასუხისმგებლობის აღებას ქვეყნის მართვაზე, გააფერადებდა შავ-თეთრ პოლიტიკურ სპექტრს და რაც მთავარია, დასაბამს დაუდებდა საზოგადოებრივ თანხმობას და ქვეყნის სტაბილური განვითარების მიღწევას.

 

იმ შემთხვევაში, თუ აკაკი ზოიძის შეთავაზებას მმართველი პარტია არ მიიღეს,  ის დეპუტატის მანდატს დატოვებს და შესაძლოა პოლიტიკიდანაც წავიდეს.

 

მივმართავ ყველას, უპირველესად, “ქართული ოცნების” იმ წევრებს, რომელთაც გადაწყვიტეს, მხარი არ დაეჭირათ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2020 წელს გადასვლას, რომ რეფერენდუმამდე, თუ პლებისციტამდე დარჩენილი დრო გამოვიყენოთ საზოგადოებასთან სამუშაოდ ქვეყნისთვის სასურველი შედეგის მისაღწევად”, – განაცხადა  აკაკი ზოიძემ.

 

 

big_banner
არქივი