logo_geo
არჩილ თალაკვაძე: კრიტიკული მედიის ფუნქციონირება, პირველ რიგში, სჭირდება ხელისუფლებას
- +

3 მარტი. 2017. 01:56




„ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ „რუსთავი 2"-ის საკითხის კომენტირებისას განაცხადა, რომ ვერანაირი გადაწყვეტილება ვერ შეცვლის ჟურნალისტების დამოუკიდებელ და პროფესიულ საქმიანობას.


„კიდევ ერთხელ ვამბობ, კრიტიკული მედია, დამოუკიდებელი, ობიექტური, ჟურნალისტიკა და კრიტიკული მედიის ფუნქციონირება, პირველ რიგში სჭირდება ხელისუფლებას და კიდევ ერთხელ დარწმუნებული ვარ, რომ ვერანაირი გადაწყვეტილება ვერ შეცვლის ჟურნალისტების დამოუკიდებელ და პროფესიულ საქმიანობას. ბუნებრივია მათ შორის "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტების. საპარლამენტო უმრავლესობის ვერც ერთი ცალკე აღებული პირი ვერ შეძლებს, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს და შეცვალოს ის ღირებულება, რომელიც აქვს მთელ გუნდს - ეს არის მედიის თავისუფლებისადმი მხარდაჭერა, მედიის თავისუფლებისადმი პატივისცემა და ჟურნალისტების საქმიანობაში ჩაურევლობა, ვერც ერთი ცალკე აღებული წევრი უმრავლესობის, ბუნებრივია, ვერ შეცვლის ამ ღირებულებას და ამ მოცემულობას. შესაბამისად, ამასთან დაკავშირებით კითხვები მგონია, რომ უსაფუძვლოა", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ის 60% წილის მესაკუთრედ ცნობილია ქიბარ ხალვაში და 40%-ის წილის მესაკუთრედ ცნობილია შპს „პანორამა".


 

big_banner
არქივი