logo_geo
გიორგი მარგველაშვილი: მინდა, ყველას მოვუწოდო პროვოკაციული ქმედებისგან თავის შეკავებისკენ
- +

3 მარტი. 2017. 16:05



საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „რუსთავი 2"-ის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და მოუწოდა ყველას, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან.

 

„არ ვეხები კერძო მესაკუთრეების ირგვლივ დავას. „რუსთავი 2" არ არის უბრალოდ ბიზნესი. ის არის კრიტიკული და განსხვავებული აზრის გამოხატვის შესაძლებლობა. საერთაშორისო თანამეგობრობაც „რუსთავი 2"­ის პროცესს ხედავს იმ პროცესად, რომელიც გავლენას ახდენს საქართველოში მედიათავისუფლების გარემოზე. მინდა, ყველას გავახსენო, 2007 წელს, როდესაც მიხეილ სააკაშვილის მიერ სპეცრაზმებისთვის მიცემული ბრძანების ფონზე, მოხდა „იმედის" დარბევა, რაც უაღრესად დამაზიანებელი იყო ჩვენი დემოკრატიისათვის, ყველგან დავაფიქსირე, რომ ეს იყო სააკაშვილის ტრაგიკული და დანაშაულებრივი გადაწყვეტილება. მინდა, ყველას მოვუწოდო პროვოკაციული ქმედებისგან თავის შეკავებისკენ. მინდა, ყველას მოვუწოდო, საკონსტიტუციო სასამართლოსა და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს მოვუსმინოთ და არ გადავდგათ მყისიერი ნაბიჯები", - განაცხადა მარგველაშვილმა. 


 

big_banner
არქივი