logo_geo
ბექა ოდიშარია ნიკა მელიაზე: სჯობს, თავი დაანებოს „კლოუნადას“
- +

2 დეკემბერი. 2019. 18:24

 

„ადამიანი, ყველა ეტაპზე საკუთრების და სახელმწიფოს მიტაცებით იყო დაკავებული, ეს ადამიანი მე მეუბნება?“ - ასე ეხმიანება უმრავლესობის დეპუტატი ბექა ოდიშარია ნიკა მელიას განცხადებას „კოლექტიური ოდიშარიების“ თაობაზე.

 

„სჯობს, თავი დაანებოს „კლოუნადას“ და ამ მიზანსცენების გათამაშებას. რა სერიოზული კომენტარი უნდა გავაკეთო ადამიანზე, რომელიც მორალზე მესაუბრება, ვაჟკაცობაზე და ადამიანის დაჭერაზე მე, რომელიც ყველა ეტაპზე ვიყავი იმით დაკავებული, რომ სხვა გამომეხსნა გასაჭირიდან. ადამიანი, რომელიც უშიშროების გამომძიებელი იყო, პრობაციის ბიუროს, აღსრულების სააგენტოს ხელმძღვანელი, ყველა ეტაპზე საკუთრების და სახელმწიფოს მიტაცებით იყო დაკავებული, ეს ადამიანი მე მეუბნება? ერთხელ გავეცი პასუხი იმ ცნობილი „კლოუნადის“ დროს სამი სიტყვით, ვიდრე კარი დაიკეტებოდა“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი