logo_geo
გიორგი კვირიკაშვილი ირაკლი ღარიბაშვილს მადლობას უხდის
- +

3 მარტი. 2017. 23:35



პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მის წინამორბედს ირაკლი ღარიბაშვილს, ვიზა-ლიბერალიზაციაში შეტანილი წვლილისთვის მადლობას უხდის.  მთავრობის მეთაურმა საქართველოს მოქალაქეებს ვიზა-ლიბერალიზაცია კიდევ ერთხელ მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს პროცესი აქტიურად 2012 წელს დაიწყო.

 

„ეს არის უმნიშვნელოვანესი წარმატება. პრაქტიკულად ევროპამ კარი გაუღო საქართველოს, მის მოქალაქეებს, ეს არის ძალინ დიდი ნდობის გამოხატულება. მინდა ყველა თქვენგანს დიდი მადლობა გადავუხდო, ეს არის დიდი შრომის შედეგი, მათ შორის, ჩემი წინამორბედის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის, მის დროს შესრულდა ტექნიკური გეგმის დიდი ნაწილი. ეს დაიწყო, 2012 წელს. ჩვენ მივიღეთ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა, როცა პრემიერი გახლდათ ბატონი ბიძინა ივანიშვილი, ამიტომ ეს არის ჩვენი დიდი წარმატება, თუმცა უნდა ითქვას, რომ ეს არის კიდევ მთელი 25 წლის განმავლობაში, არაერთი ადამიანის გმირული მოღვაწეობის შედეგი, მათ შორის, რა თქმა უნდა, უნდა მოვიხსენიოთ ის ადამიანები, რომლებმაც თავი დადეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის. მართლაც, ყოველთვის უნდა ვიცოდეთ, რომ თანმიმდევრულობას, თავდადებულ შრომას ყოველთვის მოაქვს შედეგი",- განაცხადა კვირიკაშვილმა.


 

big_banner
არქივი