logo_geo
დავით ლილუაშვილი: სახეზეა „ნაცმოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ მიერ განხორციელებული დესტრუქციული აქტივობები
- +

3 დეკემბერი. 2019. 17:01

 

„ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, სახეზეა ვიწრო პოლიტიკური ინტერესებითა და რევანშიზმის სურვილით შეპყრობილი, სააკაშვილის რეჟიმის ნარჩენების, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ მიერ განხორციელებული დესტრუქციული აქტივობები“, - ამის შესახებ „არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია - ჩვენი უფლებებისთვის“ თავმჯდომარე დავით ლილუაშვილი განცხადებას ავრცელებს.

 

„აღნიშნული ძალების მხარდამჭერ ან თანამშრომლობის სურვილით მოტივირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო აქტივისტებს, რომლებიც ნებსით თუ უნებლიეთ ჩართული არიან რევოლუციურ სცენარში, უნდა ესმოდეთ, რომ (ზოგს გაუცნობიერებლად და ზოგსაც მიზანმიმართულად), ქვეყანა მიყავთ სამოქალაქო დაპირისპირებისა და დესტაბილიზაციისაკენ.

 

რაც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ჯანსაღ ნაწილს, რომელიც ყოველთვის მოქმედებს სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, იმედია, უახლოეს პერიოდში, საერთო ფორმატში დააფიქსირებს ადეკვატურ პოზიციას“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

 

big_banner
არქივი