logo_geo
აშშ-ს ხელისუფლება მიესალმება ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას, რათა მოისმინონ, რას საქმიანობს IRI საქართველოში
- +

3 დეკემბერი. 2019. 23:46

 

IRI-ს პრეზიდენტი დენიელ ტვაინინგი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში, ამერიის მთავრობის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების საქართველოში მოთღვაწეობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილს ამერიკელი პოლიტიკოსები სიამოვნებით მოუსმენენ, თუ რა ხდება საქართველოში.

 

 “ქართულ ოცნებასთან” ძალიან ახლოს ვთანამშრომლობთ, ისევე როგორც - არჩეულ პირებთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან. ამას ყოველთვის ვაკეთებდით. საქართველოში ყოველთვის გვქონდა გულახდილი ბროკერის როლი, უწყების როლი, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებას უწყობს ხელს. ამით ძალიან ვამაყობთ“, - აცხადებს IRI-ს პრეზიდენტი დენიელ ტვაინინგი.   

მან კომენტარი გააკეთა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის კრიტიკაზე ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ.

 

ჩვენი საქმიანობა ამერიკის საერთაშორისო დახმარების პაკეტის ნაწილია, რომელიც ძალიან გულუხვია და რომელსაც ამერიკის კონგრესი და აღმასრულებელი მთავრობა საქართველოს აძლევს. ვფიქრობ, ამერიკელი კანონმდებლები და პოლიტიკოსები მიესალმებიან მასთან შეხვედრას იმისთვის, რომ მოისმინონ, თუ რა საქმიანობას აწარმოებენ საქართველოში აი-არ-აი და სხვა მსგავსი ორგანიზაციები. ამერიკის საელჩო ძალიან დიდ მხარდაჭერას იჩენს ჩვენს მიმართ. სიამოვნებით ვისაუბრებთ იმ საქმიანობაზე, რომელიც დღემდე გავწიეთ იმისთვის, რომ საქართველო ძლიერ და დემოკრატიულ მოკავშირედ ჩამოყალიბებულიყო“, - აცხადებს ტვაინინგი.

IRI -ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობისგან რაიმე სახის მკაცრ რეაქციას ან სანქციას არ ელოდებიან.

 

ქართველებს სურთ იყვნენ დასავლეთის ნაწილი, ამერიკის ახლო “, - აცხადებს ტვაინინგი.

 

მისი განცხადებით, ამერიკაში საქართველოს შესახებ ნარატივი ისაა, რომ ეს არის ყველაზე წარმატებული დემოკრატიული ქვეყანა პოსტსაბჭოთა სივრცეში.

 

 

big_banner
არქივი