logo_geo
მაია ცქიტიშვილი: მიუღებელია რაიმე სახის დაპირისპირება, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს
- +

4 დეკემბერი. 2019. 13:09

 

 

 

„როდესაც ოპოზიცია მოდის ამა თუ იმ ოფისთან და იქ ხვდებიან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები, ეს ბუნებრივი გამოძახილია იმ აგრესიის, რომელსაც ჩვენი ოპოზიციური ძალები თესავენ, თუმცა, ეს არ ამართლებს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, რომლებიც ოპოზიციასთან დაპირისპირებაში შედიან“, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ და ოპოზიციის მხარდამჭერების კონტრაქციებს და დაპირისპირებას გამოეხმაურა.

 

„მიუღებელია რაიმე სახის დაპირისპირება, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს, მით უმეტეს ფიზიკური ძალის გამოყენება და ისეთი ტიპის აქციები, რომლებიც ძალადობის ელემენტებს შეიცავს. სამწუხაროდ, ეს პროცესი დაიწყო ჩვენმა იმ რადიკალურმა ოპოზიციამ, რომელსაც მხოლოდ ეს მეთოდები აქვს და გვემუქრება ამ წლების განმავლობაში და რომელიც მხოლოდ ამ გზას ადგას. როდესაც უშუალოდ ოპოზიცია მოდის ამა თუ იმ ოფისთან, დეპუტატთან და მას ხვდება იქაც მხარდამჭერი, რა თქმა უნდა, ეს ბუნებრივი გამოძახილია იმ აგრესიისა, რომელსაც ჩვენი ოპოზიციური ძალები თესავენ, თუმცა ეს არ ამართლებს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს თუ ცალკეული მაჟორიტარის მხარდამჭერებს, რომლებიც ფიზიკურ დაპირისპირებაში შედიან ოპოზიციის წარმომადგენლებთან“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

 

მაია ცქიტიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პროცესები ქუჩიდან პარლამენტში გადავიდეს. ის ამომრჩეველს მოუწოდებს, რომ თავი შეიკავონ ნებისმიერი სახის ძალადობისგან და მათ შორის „იმ ემოციური პასუხისგან, რომელიც აგრესიულ ქმედებებზე შეიძლება მოდიოდეს“.

 

„ჩვენი პასუხისმგებლობა და მოვალეობა არის, რომ ბევრად მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ამ საქმეს, უფრო მეტი თმენის ვალდებულება გვაქვს და აქედან გამომდინარე, ნამდვილად არ უნდა მოხდეს პროვოკაციაში ჩაბმა ან მით უმეტეს პროვოკაციის გამოხატვა“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

 

 

big_banner
არქივი