„ნინო ბურჯანაძე მოსკოვში გერმანული მოდელის ჩამოსატანად არის წასული“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა კახა კალაძემ განუცხადა.
ჟურნალისტებმა კახა კალაძეს კითხვა ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტის შესახებ დაუსვეს და ფაქტის შეფასება სთხოვეს, რაზეც თბილისის მერმა აღნიშნა: „მოსკოვში გერმანული მოდელის ჩამოსატანად არის წასული“.
„ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე მოსკოვში გუშინ გაემგზავრა.