logo_geo
ალექსანდრე ქანთარია დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივაზე: არ ვიცი, მათ რანაირი წყობის და როგორი სახის კანონპროექტი აქვთ
- +

5 დეკემბერი. 2019. 14:46

 

„მეეჭვება, რომ წელსვე მოვასწროთ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალექსანდრე ქანთარიამ მაჟორიტარი დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

 

როგორც მან აღნიშნა, ამის გაკეთება თეორიულად შეიძლება, თუმცა, ტექნიკურად რთული იქნება.

 

„საერთოდ, კონსტიტუციაში ცვლილებებს, მე მგონი, უნდა მოვერიდოთ. არ ვიცი, მათ რანაირი წყობის და როგორი სახის კანონპროექტი აქვთ“, - აცხადებს ალექსანდრე ქანთარია.

 

შეგახსენებთ, პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, 2024 წლიდან მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფის განცხადება საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს დასკვნისთვის გადაეცემა. კომიტეტზე განხილვის შემდეგ, საინიციატივო ჯგუფს სპეციალური ფორმები გადაეცემათ, რის შემდეგაც აღნიშნული ჯგუფი 200 000 მოქალაქის ხელმოწერის შეგროვებას დაიწყებს.

 

 

 

big_banner
არქივი