logo_geo
ნათია თურნავა: ჩვენს მიერ დაწყებული უპრეცედენტო პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში უკვე გაიყიდა ექვსი ობიექტი
- +

5 დეკემბერი. 2019. 16:28

 

„მინდა გაცნობოთ, რომ ჩვენს მიერ რამდენიმე დღის წინ დაწყებული უპრეცედენტო საპრივატიზაციო პროექტი – „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ წარმატებით მიმდინარეობს“, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

„პირველ რიგში, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ აუქციონისადმი საკმაოდ მაღალი ინტერესია და ამას მოწმობს ციფრებიც – პირველი, არასრული კვირის შედეგებიც, აუქციონის საიტს 15 ათასზე მეტი მნახველი ჰყავს, გაიყიდა 6 ობიექტი, რომელთა საწყისი საპრივატიზებო ღირებულება 6 401 000 ლარს შეადგენდა, თუმცა მაღალი კონკურენციის და ვაჭრობის შედეგად უძრავი ქონება 8 090 000 ლარად გაიყიდა. ამ ეტაპზე კიდევ 100-ზე მეტი ბიჯია განთავსებული“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

 

ამასთან, მინისტრის განცხადებით, უკვე მზადდება ობიექტების ახალი ჩამონათვალი, რომელიც ჩაანაცვლებს ამოყიდულ ობიექტებს და ეს იქნება საკმაოდ საინტერესო ახალი ობიექტები.

 

ნათია თურნავას თქმით, უპრეცედენტო პროექტის შესახებ სიახლეები მოსახლეობას მუდმივად მიეწოდება.

 

პროექტი „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და სსიპ ქონების ეროვნულმა სააგენტომ კერძო ბიზნესს გასულ კვირას წარუდგინა.

 

პროექტის ფარგლებში საპრივატიზაციოდ 100-ზე მეტი კომერციულად მიმზიდველი საპრივატიზაციო ობიექტი გამარტივებული ბიუროკრატიული პროცედურებით და სააგენტოს რეკომენდაციებით განთავსდა ელექტრონულ აუქციონზე.

 

აღნიშნულ პლატფორმა განახლებადია და მუდმივად შეივსება ახალი საპრივატიზებო ობიექტებით.

 

საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა მოიცავს ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას და მოიცავს თბილისსა და საქართველოს 45-მდე ქალაქსა და მუნიციპალიტეტს. საპრივატიზებო ნუსხაშია სამრეწველო ობიექტები, სასაწყობო და სატბორე მეურნეობები, სამედიცინო დაწესებულებები, სპორტული ინფრასტრუქტურა, სასტუმროები და დეველოპერებისთვის საინტერესო სხვა სახელმწიფო ქონება.

 

პროექტის მიზანს ქვეყანაში მეტი ინვესტიციის მოზიდვა და დასაქმების ხელშეწყობა წარმოადგენს.

 

გარდა ამისა, სპეციალურად შემუშავდა ციფრული ინტერაქტიული რუკა, სადაც დატანილია ყველა საინვესტიციო პაკეტი. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა ეწვიოს მიმდინარე ელექტრონულ აუქციონს და ჩაერთოს ვაჭრობაში. აღნიშნულ პლატფორმას მუდმივად დაემატება ახალი საინვესტიციო შეთავაზებები.

 

 

 

 

big_banner
არქივი