logo_geo
სიმონ ნოზაძე: სრულად მაჟორიტარული სისტემა გაუმართლებლად მიმაჩნია
- +

6 დეკემბერი. 2019. 11:10

 

 

„სრულად მაჟორიტარული სისტემა გაუმართლებლად მიმაჩნია“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სიმონ ნოზაძემ განაცხადა.

 

როგორც სიმონ ნოზაძემ აღნიშნა, სრულად მაჟორიტარული სისტემის ნაკლი ის იქნება, რომ არ მოხდება ახალგაზრდა პოლიტიკოსების აღზრდა.

 

„როგორც წესი, მაჟორიტარად იმ ადამიანებს ირჩევენ ადგილებზე, ვისაც გარკვეული ბეგრაუნდი აქვს და პოპულარობით სარგებლობს საარჩევნო უბანზე. ეს პროექტი გაუმართლებლად მიმაჩნია. ეს უპერსპექტივო საქმედ მიმაჩნია, რადგან საკონსტიტუციო უმრავლესობას ვერ დააგროვებენ. არ მგონია, სრულად მაჟორიტარულ სისტემას ბიძინა ივანიშვილმა მხარი დაუჭიროს“, – განაცხადა სიმონ ნოზაძემ.

 

პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში დღეს უმრავლესობის შეხვედრა გაიმართება. სხდომაზე განსახილველი ერთ-ერთი საკითხი საარჩევნო სისტემა იქნება, მათ შორის ე.წ. ამერიკულ საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილის ინიციატივა.

 

11 მაჟორიტარი, რომლებმაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირეს, ახლა შერეული სისტემის გაუქმებასა და 2020 წლის შემდეგ სრულად მაჟორიტარული სისტემის ამოქმედებას ითხოვს.

 

 

 

 

big_banner
არქივი