logo_geo
იგორ დოლგოვი: ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხი რჩება ყურადღების ცენტრში
- +

6 დეკემბერი. 2019. 12:08

 

 

„ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხი რჩება ყურადღების ცენტრში არა მხოლოდ საქართველოში“, – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის ელჩმა იგორ დოლგოვმა განაცხადა.

 

როგორც იგორ დოლგოვმა აღნიშნა, დაუჯერებელია ის, რაც გრძელდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

 

„დაპირებებს ჩვენ ყოველ ჯერზე ვიღებთ რუსეთისგან. გახსოვთ ისტორია უკრაინელი საზღვაო ხომალდები შესახებ. ერთი წლის წინ სამი მათგანი იყო დაკავებული რუსეთის ფედერაციის მიერ. საერთაშორისო ჩართულობის მიუხედავად, თვეები დაგვჭირდა მოლაპარაკებებისთვის, რომ გამოეშვათ ჩვენი მეზღვაურები. ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებული საკითხი ჩემთვის უცნაური არ იყო და ეს საკითხი რჩება ყურადღების ცენტრში არა მხოლოდ საქართველოში. როგორც ელჩი, მოვითხოვ, რომ ექიმი დაუყონებლივ გაათავისუფლონ. ის, რასაც ექიმი ცდილობდა, იყო მხოლოდ ადამიანების დახმარება. დაუჯერებელია ის სიტუაცია, რაც გრძელდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, – განაცხადა დოლგოვმა.

 

 

big_banner
არქივი