logo_geo
რას ამბობდა შამბა 1 წლის წინ: ქართველები მტრად არ მიმაჩნია, ურთიერთობების დალაგების დროა
- +

7 დეკემბერი. 2019. 00:25

 

 

აფხაზეთის დე-ფაქტო ექსპრემიერ- მინისტრი, სერგეი შამბა აცხადებს, რომ საქართველოსთან ურთიერთობების დალაგების დროა. ამის შესახებ მან Эхо Москвы-სთან 2018 წლის 13 აგვისტოს ინტერვიუში ისაუბრა.

 

მე ვიყავი ლიდერი საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლის, შეიძლება ასეც ითქვას. მაგრამ მე პირველი ვარ, ვინც თქვა, რომ დროა ურთიერთობა დალაგდეს და უნდა ვიფიქროთ საერთო მომავალზე”, - აცხადებს შამბა.

მისივე თქმით, მეზობელ ერებს შორის ყოველთვის იყო დაპირისპირება, მათ შორის ევროპაშიც, მაგრამ დგება დრო, როცა ურთიერთობები უნდა დალაგდეს.

 

მე არ მიმაჩნია ქართველები მტრად. მე მყავს მეგობრები საქართველოში. მართალია ეთნიკური კონფლიქტი გვქონდა, მაგრამ დიდი ნაწილი მაინც პოლიტიკური შინაარსის იყო”, – განაცხადა შამბამ.


 

 

 

 

big_banner
არქივი