logo_geo
კახა ოქრიაშვილმა ალეკო ელისაშვილს დმანისში ბანერები დაახვედრა - „კეთილი იყოს ოპოზიციის და არა მარტო ოპოზიციის მობრძანება დმანისში“
- +

7 დეკემბერი. 2019. 12:39

 

ალეკო ელისაშვილს, რომელსაც დმანისში აქცია აქვს დაგეგმილი, წალკისა და დმანისის მაჟორიტარმა დეპუტატმა კახა ოქრიაშვილმა ბანერები დაახვედრა.

 

დმანისში ჩასულ ელისაშვილს და მის თანამოაზრეებს დიდი ბანერი დახვდათ წარწერით „სტუმართმოყვარე დმანისი. კეთილი იყოს ოპოზიციის და არა მარტო ოპოზიციის მობრძანება დმანისში“.

 

ბაზარში კი, სადაც ალეკო ელისაშვილს მაჟორიტარული სისტემის ნაკლოვანებებზე უნდა ესაუბრა, სახელობითი პლაკატები დახვდა წარწერით „welcome. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, ალეკო“.

 

კამპანიის „ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარები“ ფარგლებში, ალეკო ელისაშვილის „სამოქალაქო მოძრაობას“ წალკისა და დმანისის მაჟორიტარი დეპუტატის კახა ოქრიაშვილის წინააღმდეგ აქცია აქვს დაგეგმილი.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი