logo_geo
არჩილ თალაკვაძე: უკვე არის ნიშნები, რომ ვუბრუნდებით ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს
- +

8 დეკემბერი. 2019. 18:50

 

 

„მნიშვნელოვანია, რომ უკვე არის ნიშნები , რომ ვუბრუნდებით ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ მედიას ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრამდე განუცხადა, რომელსაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებიან.

 

„ეს შეხვედრა არის იმისთვის, რომ ვნახოთ რა შემოთავაზება აქვს ოპოზიციას. ჩვენ გვექნება ჩვენი არგუმენტები, ასევე ავიღებთ დროს, რომ თუ იქნება კონკრეტული შემოთავაზებები ამაზეც მოვემზადოთ და კონკრეტული პასუხებით მოვიდეთ შემდეგ შეხვედრაზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ არის უკვე ნიშნები, რომ ვუბრუნდებით ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს. დიალოგი ამისთვის არის კარგი. მე როგორც პარლამენტის თავმჯდომარე მივესალმები ჩვენს პოლიტიკურ პარტიასა და ოპოზიციას შორის და ეს ფორმატიც, სადაც არასაპარლამენტო და საპარლამენტო ოპოზიცია, ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები არიან წარმოდგენილი, ვფიქრობ, რომ არის ოპტიმალური ფორმატი“, - განაცხადა თალაკვაძემ.

 

 

 

 

big_banner
არქივი