logo_geo
კახა კალაძე: არავის მიეცემა შესაძლებლობა, პარლამენტს მუშაობაში ხელი შეუშალოს
- +

10 დეკემბერი. 2019. 13:11

 

 

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, თუ ოპოზიცია აქციების გამართვისას კანონს გასცდება, სახელმწიფოც კანონის შესაბამისად იმოქმედებს. აღნიშნულის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციაზე კითხვას უპასუხა.

 

„რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. არავის მიეცემა შესაძლებლობა, პარლამენტს მუშაობაში ხელი შეუშალოს. თუ კანონს გადაცდებიან, ვიმეორებ, სახელმწიფოს მხრიდან ასევე კანონის ფარგლებში მოჰყვება რეაგირება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

big_banner
არქივი