logo_geo
სოფო კილაძე: უხერხულია ოპოზიციის მხრიდან სასამართლოს რეფორმის კრიტიკა
- +

10 დეკემბერი. 2019. 13:13

 

„ოპოზიციის მხრიდან სასამართლოს რეფორმის კრიტიკა, რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს თითიც კი არ გაანძრია, უხერხულია“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ განაცხადა.

 

როგორც კილაძემ აღნიშნა, სასამართლოს რეფორმის პროცესი იყო აბსოლუტურად გამჭვირვალე.

 

„ოპოზიციის მხრიდან სასამართლოს რეფორმის კრიტიკა, რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს თითიც კი არ გაანძრია, უხერხულია. უფრო მეტიც, მათ სასამართლო პროკურატურას პირდაპირ დაუმონეს, ამ ადამიანების მხრიდან პრეტენზიებს იმ პროცესზე ვიღებთ, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებით ჩატარდა. ეს პროცესი იყო აბსოლუტურად გამჭვირვალე. თითოეულმა დეპუტატმა კარგად უნდა გაიაზროს, ვის უჭერს მხარს. როგორც ერთი დეპუტატი და მოქალაქე, ძალიან კარგად გავიაზრებ, ვის დავუჭერ მხარს. არიან კანდიდატები, ვისაც მხარს ვერ დავუჭერ“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

 

 

big_banner
არქივი