logo_geo
გიორგი ვოლსკი: სახალხო დამცველი და ოპოზიცია ერთ პლატფორმაზე დგანან
- +

10 დეკემბერი. 2019. 16:56

 

 

„სახალხო დამცველი და ოპოზიცია ერთ პლატფორმაზე დგანან“, - ასე პასუხობს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით სახალხო დამცველის კრიტიკას.

 

 

გიორგი ვოლსკი პარლამენტის ბლოკირებასთან დაკავშირებით ომბუდსმენის განცხადებას აკრიტიკებს და ამბობს, რომ მსგავსი განცხადება მას არაერთი გაუკეთებია.

 

 

რაც შეეხება ოპოზიციას, პარლამენტის ვიცე-სპიკერი აღნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ამოცანაა, ქვეყანა კრიზისში აღმოჩნდეს.

 

 

„ყველაზე საოცარი ის არის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აპროტესტებს იმას, რასაც ჰქვია იმ მოსამართლეების დამტკიცება, რომლებიც იმ პერიოდშიც მუშაობდნენ, როცა თვითონ ძალიან კარგ ხასიათზე იყვნენ ყოველთვის. არის სირთულეები, ამას არ უარვყოფ, მაგრამ არსებობს ის რეალობა, რომლის წინაშეც ქვეყანა შეიძლება დადგეს და „ნაცმოძრაობის“ მიზანი სწორედ ეს არის, რომ სასამართლოს გარეშე აღმოჩნდეს სახელმწიფო, რომ 6000-ზე მეტი საქმე განუხილავი იყოს და კრიზისი, რომელსაც ზოგიერთები ასე ელოდებიან, რეალურად შედგეს“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

 

big_banner
არქივი