logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: სალომე ზურაბიშვილის განცხადება ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია
- +

11 დეკემბერი. 2019. 12:33

 

„ქართული ჯარი არის ძლიერი და ჩვენ გვყავს გმირი სამხედროები“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჯართან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას.

 

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, სალომე ზურაბიშვილის განცხადება მისთვის კატეგორიულად მიუღებელია.

 

„როგორც თავდაცვის მინისტრმა, მინდა განვაცხადო, რომ ჩვენი სამხედროები ქვეყნის საამაყო მოქალაქეები არიან და ყველაფერს გავაკეთებ, რათა ქართული ჯარი კიდევ უფრო გაძლიერდეს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურიც. გენერალ-ლეიტენანტ ვლადიმერ ჩაჩიბაიას განმარტებით, რეგიონში საქართველოს თავდაცვის ძალები შეიარაღებითა და მოდერნიზაციით ერთ-ერთი სერიოზული თავდაცვის ძალებია.

 

„ჩვენ არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის დიდი ეკონომიკური პოტენციალი გვაქვს, რომ რეგიონი დავიპყროთ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ის ძლიერი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

 

big_banner
არქივი