logo_geo
ნინო წილოსანი: ფაქტია, რაღაც მომწამვლელი დაასხეს - ბევრი ჩვენგანი ძალიან ცუდადაა, სასწრაფო გვყავს გამოძახებული
- +

12 დეკემბერი. 2019. 14:16

„ბევრი ჩვენგანი ძალიან ცუდადაა, სასწრაფო გვყავს გამოძახებული“, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანმა ჟურნალისტებს პარლამენტის სხდომათა დარბაზის დატოვების შემდეგ განუცხადა, სადაც ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, ოპოზიციის წარმომადგენელმა გაურკვეველი ნივთიერება შეიტანა და დაასხა, რის გამოც, ტექნიკური შესვენება გამოცხადდა და დეპუტატებმა დარბაზი დატოვეს.

 

„ფაქტია, რაღაც მომწამვლელი დაასხეს. ესაა მათი სახე. მალე ალბათ მთელ ერს სათითაოდ ჩაგვიყრიან საწამლავს. არ მინდა კონკრეტულად ვინმე დავადანაშაულო, თუმცა, ვიდეოკადრები არსებობს. მოდიან საგამოძიებო სტრუქტურები“, - განაცხადა წილოსანმა.

 

 

 

big_banner
არქივი