logo_geo
რომან გოცირიძესა და დაჩი ბერაიას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
- +

12 დეკემბერი. 2019. 16:33

 

 

საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძესა და „ქართული ოცნების“ დეპუტატ დაჩი ბერაიას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

 

ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს ადასტურებს ორივე დეპუტატი.

 

დაჩი ბერაიას თქმით, რომან გოცირიძემ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც მისი მხრიდან რეაქცია მოჰყვა.

 

​დაპირისპირებისგან საზოგადოება დაიღალა და მინდა ბოდიში მოვუხადო ამის გამო. რაც შეეხება დღევანდელ ინციდენტს, რომან გოცირიძე არის მატყუარა და უზრდელი ადამიანი. სწორედ ამას მოჰყვა ჩემი მხრიდან ბუნებრივი რეაქცია, თუმცა გულწრფელად მინდა საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო. მან მომაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ინციდენტისთვის, რომელიც დაინახეთ, მინდა, საზოგადოებას კიდევ ერთხელ ბოდიში მოვუხადო“, – განაცხადა დაჩი ბერაიამ.

 

რომან გოცირიძის თქმით, დაჩი ბერაიამ „საკადრისი მიიღო“.

 

„ვიღაც დაჩი ბერაია, რომელიც დღეს უკვე ყველამ გაიგო, სამი წელი მდუმარედ იჯდა და კაციშვილმა არავინ იცოდა, ვინ იყო. დაჩი ბერაია ამ ეგრეთ წოდებული ბუნტის გათამაშებით, რომელიც ივანიშვილმა გააკეთა, გახდა ცნობილი. სოციალურ ქსელში დავწერე ასეთი უწყინარი „პოსტი“, რომ ივანიშვილმა ნაცვლად დასჯისა, ურჩები დააწინაურა-მეთქი. ვიღაც დაჩი ბერაია იფიქრებს ახლა, რომ რაც უფრო მეტად ვეურჩები, დამაწინაურებს და შეიძლება, ჯანდაცვის მინისტრობაც დაირტყას-მეთქი. მომადგა, უტვინო ვიღაც ტიპი და ქურდულად არჩევს საქმეს. საკადრისი ვუთხარი, რასაც იმსახურებს, ასე რომ, საკადრისი მიიღო. ამნაირ ადამიანებს მათივე ენით უნდა ელაპარაკო, რაღაც ფიზიკური შეხლა-შემოხლის მცდელობა იყო“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

 

 

 

 

big_banner
არქივი