logo_geo
ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობა იქნება ქართულ-ამერიკული დიალოგის მთავარი თემა
- +

15 დეკემბერი. 2019. 20:37

 

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ორშაბათიდან, შეხვედრებით დატვირთულ კვირას ვაშინგტონში გაატარებს, სადაც სენატორებსა და კონგრესმენებს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი რანგის წარმომადგენლებს და კვლევითი ინსტიტუტების ხელმძღვანელ პირებს შეხვდებიან. განსახილველი საკითხების ჩამონათვალში, ერთ-ერთი უმთავრესი თემა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებაა.

როგორც პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია აცხადებს, საქართველოს ხელისუფლების ყველა შესაბამისი უწყების ძალისხმევა მიმართულია ქართველი ექიმის უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად.  საკითხი აქტუალურია საქართველოს ყველა პარტნიორი ქვეყნის დედაქალაქში და საერთაშორისო ორგანიზაციაში.

 

„საქართველოს ხელისუფლების, მისი ყველა შესაბამისი უწყების, თითოეული ჩვენგანის ძალისხმევა მიმართულია ქართველი ექიმის უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად. ეს საკითხი აქტუალურია საქართველოს ყველა პარტნიორი ქვეყნის დედაქალაქში და საერთაშორისო ორგანიზაციაში. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, უწყების ხელმძღვანელი პირები, ჩვენი ელჩები საზღვარგარეთ, ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ კომუნიკაციას ევროკავშირის, გაერო-ს, ეუთო-ს, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების უმაღლესი თანამდებობის პირებთან, პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან და სხვა მაღალი რანგის წარმომადგენლებთან ამ უკანონობის დასასრულებლად“,-წერს ირაკლი ბერაია ფბ-ის საკუთარ გვერდზე.

 

 

 

big_banner
არქივი