logo_geo
მამუკა მდინარაძე: რეალური წინადადება შესაძლებელია იყოს ის, რომ გაიზარდოს პროპორციული მანდატების რაოდენობა
- +

20 დეკემბერი. 2019. 15:07

 

 

„დიალოგის კარი არ დახურულა და იანვრიდან გაგრძელდება ამაზე საუბარი“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

 

მისივე თქმით, როგორც ჩანს, ოპოზიციას უნდა ისეთი მოდელი, რომლის მიხედვითაც, მიუხედავად „ქართული ოცნების“ მაღალი მხარდაჭერისა, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა წააგოს.

 

„ასეთი მოდელი ბუნებაში არ არსებობს. ვერაფერს ვერავის ვერ მოუწყობენ და მათი ბაქიბუქი, ხედავთ, რა შედეგებითაც მთავრდება. მთავარია, რა ხდება სინამდვილეში. პირველი მათი წინადადება იყო, რომ კონსტიტუციასთან შეუსაბამო პროექტი მიგვეღო კანონის სახით, ეს იყო პირველი არარეალური შემოთავაზება და დაარქვეს ამას „გერმანული მოდელი“. ვერ გაარჩიეს ის, რომ პროპორციული არ უდრის შერეულ სისტემას. მეორე შემოთავაზება იყო, რომ მაჟორიტარულ ნაწილში ჩვენ მიგვეღო ცვლილებები „ავღანური მოდელის“ მიხედვით და დღეს, მას შემდეგ, რაც ვერც ერთი რეალური წინადადება ვერ წარმოადგინეს, ჩვენ ვუთხარით მათ, რომ რეალური წინადადება შესაძლებელია იყოს ის, რომ გაიზარდოს პროპორციული მანდატების რაოდენობა, რაზეც, როგორც ჩანს, ისინი არ თანხმდებიან“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

big_banner
არქივი