logo_geo
ჯარისკაცებისთვის ხელფასების ზრდის პროცესი 2020 წელსაც გაგრძელდება
- +

20 დეკემბერი. 2019. 17:03

 

 

მინისტრის ანგარიშში მნიშვნელოვანი ადგილი სამხედრო მოსამსახურეების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების თემას დაეთმო. ჯარისკაცებისა და მათი ოჯახების ზრუნვის პროცესში,  ღირსეული ანაზღაურება  და ჯანმრთელობის დაზღვევის მაღალი სტანდარტი პრიორიტეტს წარმოადგენს:

 

„1 ნოემბრიდან სამხედროებს ჩვენ ანაზღაურება წოდების მიხედვით 100-დან 500 ლარამდე გავუზარდეთ და ხელფასების ზრდის პროცესი 2020 წელსაც გაგრძელდება“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

2020  წელს, სამხედროების ჯანმრთელობის დაზღვევისთვის 22 მილიონი ლარი გამოიყოფა. მინისტრის განცხადებით, ჯარისკაცები  განახლებული სამედიცინო მომსახურებით ისარგებლებენ. დაგეგმილია ამბულატორული, სტაციონარული, მედიკამენტოზური და სტომატოლოგიური სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესებული სერვისების უზრუნველყოფა, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში:

„დაზღვევის პრობლემა ჯარში იდგა ძალიან მწვავედ.  ამ საკითხის მოწესრიგება და გაუმჯობესება ჩვენ მოსვლის დღიდანვე  მიზნად დავისახეთ. ჩემი დავალებით გაუმჯობესებული სადაზღვევო პირობებით ჯარისკაცებმა შეუზღუდავი მომსახურების მიღება ნებისმიერ კლინიკაში უნდა შეძლონ,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

big_banner
არქივი