logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: ჯარისკაცების ფეხსაცმლისა და უნიფორმის ხარისხი NATO-ს წამყვანი ქვეყნების სტანდარტებს გაუთანაბრდება
- +

20 დეკემბერი. 2019. 17:06

 

 

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას 100 დღიანი მუშაობის შედეგები და 2020 წლის გეგმები გააცნო. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2020 წელი თავდაცვის სამინისტრომ ჯარისკაცებზე ზრუნვის წლად გამოაცხადა, შესაბამისად, სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ჯარიკაცების საყოფაცხოვრებო და სოციალური პირობების მნიშვნელოვნად გაუმჯობესება  განისაზღვრა. თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეების ეკიპირების ხარისხის გაზრდის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განმარტა, რომ  2020 წელს  ჯარისკაცების ფეხსაცმლისა და უნიფორმის ხარისხი NATO-ს წამყვანი ქვეყნების სტანდარტებს გაუთანაბრდება.

 

„თითოეული ჯარისკაცი განახლებული, მაღალი ხარისხის უნიფორმით იქნება უზრუნველყოფილი. დავგეგმეთ უმაღლესი ხარისხის ზამთრის და ზაფხულის სეზონებისთვის სამხედრო ფეხსაცმლის შესყიდვა, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ევროპის წამყვან კომპანიებთან, რომლებიც არაერთ NATO-ს წევრ ქვეყანას და მათ ჯარს ამარაგებენ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი