logo_geo
ირაკლი სესიაშვილი: ჩვენი ოპოზიცია მთლიანად ჩამოკიდებულია მიხეილ სააკაშვილზე
- +

20 დეკემბერი. 2019. 18:43

 

 

პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ოპოზიცია მთლიანად ჩამოკიდებულია მიხეილ სააკაშვილზე, რაც მათი პოლიტიკური ლუსტრაციაა.

 

საქართველოს პირველ არხთან საუბარში ირაკლი სესიაშვილი ცოტნე გამსახურდიას დაჭრის თაობაზე ოპოზიციის წარმომადგენელთა შეფასებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოპოზიციას სინდის-ნამუსი არ გააჩნია. ტრაგედიებით სპეკულირებენ და ამაში მართლაც „წარმატებულები“ არიან.

 

„მთავარია, ცოტნე გამსახურდია გამოჯანმრთელდეს. შემზარავი ფაქტი მოხდა და ყველა შეშფოთებული ვართ. დიდი ხანია, მიხეილ სააკაშვილს მორალი და სინდის-ნამუსი დაკარგული აქვს. ნებისმიერ დროს შეუძლია, თეთრზე შავი თქვას. ადამიანები დააპატიმროს და მოღალატეები უწოდოს, მეორე დღეს კი, ქვეყნის გმირებად გამოაცხადოს. მისთვის ძალაუფლებისთვის ბრძოლაში ყველა ხერხის გამოყენება ჩვეულებრივი ამბავია, რაც ამორალურია. ჩვენი ოპოზიცია მთლიანად ჩამოკიდებულია სააკაშვილზე, რაც მათი პოლიტიკური ლუსტრაციაა. მდაბიო ქცევაა, როცა ოპოზიციას უნდა, ტრაგედიებით პოლიტიკური ქულები დაიწეროს“, - განაცხადა სესიაშვილმა.

 

 

big_banner
არქივი