logo_geo
დავით ზალკალიანი: დასავლეთსა და აშშ-ს ჩვენს რეგიონში, საქართველოზე უფრო ახლო პარტნიორი არ ჰყავს
- +

21 დეკემბერი. 2019. 01:10

 

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გამოცემა ჭალლ შტრეეტ ჟოურნალ-ში გამოქვეყნებულ სტატიას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისთვის მიუღებელია სტატიის პათოსი.

 

მოდით, ფაქტებით ვისაუბროთ. მინდა ვთქვა, რომ კატეგორიულად არ ვიზიარებ ამ სტატიის პათოსს, როგორ შეიძლება საქართველო დაადანაშაულო კურსის ცვლაში რუსეთისკენ მიმართულებით, როდესაც ის რეალური შედეგი რაც ჩვენ გვაქვს, აბსოლუტურად საწინააღმდეგოს მეტყველებს“, – განაცხადა ზალკალიანმა.

 

მისი თქმით, საქართველოზე უფრო ახლო პარტნიორი დასავლეთსა და აშშ-ს ამ რეგიონში არ ჰყავს, რაც გამყარებულია ფაქტებით.

 

საქართველოს შეაქვს მნიშვნელოვანი წვლილი ავღანეთში ჩვენს ნატო-ელ და ამერიკელ პარტნიორებთან ერთად სწრაფი რეაგირების მისიაში. ჩვენ 32 თანამემამულე დავკარგეთ ამ მისიაში. ეს ძალიან დიდი დანაკარგია ჩვენთვის, თითოეული ამ ადამიანის სიცოცხლე ჩვენთვის არის უძვირფასესი. სწორედ ეს არის ჩვენი მხრიდან გაღებული მნიშვნელოვანი კონტრიბუცია იმ გლობალური გამოწვევების წინააღმდეგ, რასაც ერთად ებრძვის მთელი დასავლური სამყარო, ჩვენი პარტნიორები, ევროპა და ამერიკა. გთხოვთ, კიდევ ერთხელ, ყურადღებით გადაავლეთ თვალი, როგორი კონკრეტული შედეგები გვაქვს ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის კუთხით. თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ახალ სამწლიან შეთანხმებას მოეწერა ხელი, რამდენიმე კვირის წინ თავდაცვის მინისტრის ვიზიტისას.ეს არის საქართველოს კურსის ცვლა რუსეთისკენ?!“ – განაცხადა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

 

მინისტრის თქმით, ქვეყნის მთავარ დოკუმენტში – კონსტიტუციაში, ასევე პარლამენტის რეზოლუციაში, საქართველოს მთავრობის დოკუმენტში, საგარეო პოლიტიკის სტრატეგიაში, აღნიშნულია, რომ ქვეყნის პრიორიტეტი არის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია.

 

კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამთ, გვაქვს ასოცირების შეთანხმება, ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობა, ვიზალიბერალიზაცია, გაცხადებული მიზანი გვაქვს, რომ ჩვენ გვინდა ევროპული პერსპექტივა, ეს არის ქვეყნის კურსის ცვლა?! თუნდაც, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების თვალსაზრისით და დამოუკიდებელი ინსტიტუტების შექმნის კუთხით, მედიის თავისუფლების კუთხით არსებულ რეიტინგებში, ბიზნესის კეთების კუთხით,ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების კუთხით, რომელიც ქვეყნის სტრატეგიულ ფუნქციას ზრდის და რაშიც არის ამერიკის,ევროპის ინტერესები,სადაც არის ბრიტანული და ამერიკული კომპანიების ინტერესები“, – განაცხადა მინისტრმა.

 

დავით ზალკალიანის შეფასებით, ეს ყველაფერი ქვეყნის სტრატეგიული მნიშვნელობის და რეგიონში საქართველოს ფუნქციის, ისევე როგორც ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დასტურია.

 

საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე გამოეხმაურა სტატიაში „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის კრიტიკას და ხაზი გაუსვა მის დამსახურებას ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების კუთხით „ღიმილისმომგვრელია ნამდვილად, ეს რაც მოგახსენეთ, ვისი ხელისუფლების პირობებში განხორციელდა?! ბიძინა ივანიშვილმა გახსნა სივრცე ამ ქვეყანაში და თუ ამ ადამიანის მიმართ სანქციების დაწესებას აპირებ, სხვასთან მიმართებაში რა უნდა ქნან, არ ვიცი, ეს არის ზუსტად რომ ოპოზიციის ნარატივის განმეორება“, – განაცხადა მინისტრმა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი