logo_geo
კოკა ყანდიაშვილი: ვებრძოდი, ვებრძვი და მომავალშიც, ყოველთვის შევებრძოლები
- +

24 დეკემბერი. 2019. 00:16

 

ჟურნალისტმა კოკა ყანდიაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, რომ  ებრძოდა, ვებრძვის და მომავალშიც ყოველთვის შეებრძოლება პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში“ დაბრუნებას.

 

დღეს, ფეისბუქზე არის ასეთი სიტუაცია: თუ არ ხარ სააკაშვილის მომხრე, მაშინ შენ გწერენ, რომ ხარ „ტროლი“. აი, ამის წინააღმდეგი ვარ. ყველა ქვეყანაში, სადაც სოციალური ქსელები არის შესული, პრობლემა დგას იმის, რომ ნებისმიერ მოქალაქეს, ნებისმიერი მდგომარეობის, შეუძლია შევიდეს და რაც უნდა დაწეროს. ჩვენთან სამწუხაროდ, გადანაშაულებენ“, – განაცხადა  ყანდიაშვილმა.

 

მისივე თქმით, ადამიანების ცხოვრებაში შემოსულია ახალი ტექნოლოგია, რასაც თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს.

 

რა თქმა უნდა, რუსული პროპაგანდა და „ფეიქ ნიუსები“ არის ძალიან საშიში და შემიძლია გითხრათ, რომ ყველა პოლიტიკური ძალა, მათ შორის ხელისუფლება, ოპოზიცია, მათ შორის კერძო ბიზნესი, ყველა ძალიან კარგად სარგებლობს ამ საშუალებით, როგორიცაა „ფეიქ ნიუსი”, - განაცხადა კოკა  ყანდიაშვილმა.

 

 

 

 

big_banner
არქივი