logo_geo
გიორგი დოხტურიშვილი: ლევან ხაბეიშვილს სხდომების ჩაშლის საშუალება არ მიეცემა
- +

24 დეკემბერი. 2019. 13:04

„ლევან ხაბეიშვილს სხდომების ჩაშლის და ჩემი თანაგუნდელების შეურაცხყოფის საშუალება არ მიეცემა. რამდენჯერაც მას ამის მცდელობა ექნება, იმდენჯერ ადეკვატურ პასუხს მიიღებს“, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ დეპუტატი გიორგი დოხტურიშვილი ლევან ხაბეიშვილთან დაპირისპირებას.

 

მისივე თქმით, ერეკლე კუხიანიძესთან დაკავშირებით მან და მისმა გუნდმა გადაწყვეტილება მიიღო და მას „ქართული ოცნება“ დაატოვებინეს.

 

„ლევან ხაბეიშვილი დღეს სხდომის ჩაშლას ცდილობდა. ითხოვდა, რომ ერეკლე კუხიანიძეს კომისიის სხდომა დაეტოვებინა. რაც შეეხება ერეკლე კუხიანიძესა და ხაბეიშვილის ურთიერთობებს, ეს ურთიერთობები მათ შეუძლიათ გაარკვიონ სხვა ნებისმიერ ადგილზე, სადაც სხდომა არ მიმდინარეობს. ერეკლე კუხიანიძესთან დაკავშირებით ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ის დღეს ჩვენს რიგებში აღარ არის. ლევან ხაბეიშვილს არ მიეცემა საშუალება სხდომების ჩაშლის, ჩემი თანაგუნდელების შეურაცხყოფის. რამდენჯერაც მას ამის მცდელობა ექნება, იმდენჯერ მიიღებს ადეკვატურ პასუხს“, - განაცხადა გიორგი დოხტურიშვილმა.

 

საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი და „ქართული ოცნების“ დეპუტატი გიორგი დოხტურიშვილი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

 

ფიზიკური დაპირისპირება გიორგი დოხტურიშვილსა და ლევან ხაბეიშვილს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც საკრებულოს დეპუტატები ერთმანეთისადმი მიმართვის ფორმებმა გააღიზიანა.

 

ლევან ხაბეიშვილი ითხოვდა კომისიის სხდომა დაეტოვებინა ერეკლე კუხიანიძეს, რომელიც სხდომას ესწრებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ლევან ხაბეიშვილი აცხადებდა, საკრებულოს დეპუტატებს გარემოს დაცვის კომისიის სხდომის დაწყების საშუალებას არ მისცემდა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი