logo_geo
სალომე ზურაბიშვილი: მაჟორიტარულ სისტემას აქვს ერთი უპირატესობა - სიახლოვე ამომრჩეველთან
- +

25 დეკემბერი. 2019. 01:42

 

 

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ პარლამენტის არჩევის მაჟორიტარულ სისტემას ერთი უპირატესობა, ეს არის სიახლოვე ამომრჩეველთან, რეგიონული საკითხების წარმოჩენა. 

პრეზიდენტის მოსაზრებით ქვეყანას დღეს, სწორედ რეგიონების პრობლემატიკის წინა პლანზე გამოტანა სჭირდება, ხალხმა უნდა იგრძნოს, რომ თბილისში არ ხდება ყველაფერი. 

 

"ჩვენ ძალიან გვჭირდება სწორედ, რომ რეგიონული პოლიტიკა და რეგიონული ინტერესები იყოს სხვანაირად წარმოდგენილი სახელმწიფოში. ჩემი ინტერესის ერთ-ერთი სფერო და პრიორიტეტი არის, ვიყო ძალიან აქტიური რეგიონებში, რათა ხალხმა იგრძნოს, რომ თბილისში არ ხდება ყველაფერი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „თავისუფალ ხედვაში“ სტუმრობისას. 

 

პრეზიდენტმა ისაუბრა იმაზეც, თუ საქართველოსთვის ქვეყნის მოწყობის, რომელი მოდელია უკეთესი და აღნიშნა, რომ ეს ხანგრძლივი მსჯელობისა და დისკუსიის საგანია, რასთან დაკავშირებითაც მეცნიერებმა უნდა იმუშაონ. 

მისივე თქმით, ამ მსჯელობაში არ არის ჩართული საზოგადოება და ბევრი გადაწყვეტილება არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე მიიღება, - აღარ მინდა, ის განმეორდეს, ამიტომ ამ სისტემაზე გადავდივარ. პრეზიდენტი ორპალატიანი პარლამენტის მომხრეა.

საკონსტიტუციო ცვლილებებზე მსჯელობისას, რომელ პროცესში მეც ვმონაწილეობდი, არ ყოფილა სიღრმისეული დისკუსია იმაზე, გვინდა თუ არა ორი პალატა? მე მიმაჩნია, რომ, რატომაც არა. დავტოვოთ ღიად ის ადგილები, რომელიც მიგვაჩნია, რომ ეკუთვნის აფხაზეთს თუ ამ შემთხვევაში აჭარას, სხვადასხვა რეგიონს სხვადასხვა წონით. ეს იქნებოდა რეგიონული პალატა, რომელიც სხვა ფორმით გადაწყვეტდა ამ პროპორციულ-მაჟორიტარულ საკითხს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

 

 

 

big_banner
არქივი