logo_geo
სიმონ ნოზაძე: ცხინვალმა კეთილი ნება უნდა გამოიჩინოს, რათა ახალ წელს ვაჟა გაფრინდაშვილი თავის ოჯახთან ერთად შეხვდეს
- +

26 დეკემბერი. 2019. 14:53

„ცხინვალმა კეთილი ნება უნდა გამოიჩინოს, რათა ახალ წელს ვაჟა გაფრინდაშვილი თავის ოჯახთან ერთად შეხვდეს“, - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა სიმონ ნოზაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

„ყველანი სოლიდარულები ვართ და არა მარტო საქართველოში. ხელისუფლება, არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ კაცობრიობის პროგრესულმა ნაწილმა მსოფლიოში, გულთან მიიტანოს ეს ყველაფერი და ასეც ხდება.

 

რა თქმა უნდა, ქართული მხარის პოზიცია ასეთია, რომ ეს არავითარი კანონდარღვევა არ არის. მას საზღვარი არ გადაუკვეთია. მესმის დე ფაქტო ხელისუფლების პოზიციაც, რადგან მათ მიაჩნიათ, რომ „საზღვრის“ დარღვევას ჰქონდა ადგილი. იმის გარდა, რომ ნებისმიერ მოქალაქესთან დაკავშირებით ვალდებულები არიან, რომ ჰუმანურობის პრინციპებიდან გამომდინარე იმოქმედონ, ვაჟა გაფრინდაშვილი ექიმიცაა და ის მოწოდებულია იმისთვის, რომ უმკურნალოს ყველას, რომელი ეროვნებისაც არ უნდა იყოს, ქართველი, აფხაზი ოსი თუ სხვა. ამიტომაც, ჩემი აზრით, ცხინვალმა ეს ყველაფერი უნდა გაითვალისწინოს და კეთილი ნება უნდა გამოიჩინოს, რათა ახალ წელს ვაჟა გაფრინდაშვილი თავის ოჯახთან ერთად შეხვდეს", - განაცხადა სიმონ ნოზაძემ.

 

 

 

 

big_banner
არქივი