logo_geo
გიორგი გახარია: საბედნიეროდ, მშვიდობით დასრულდა ქართველი ექიმის უკანონო პატიმრობა
- +

30 დეკემბერი. 2019. 12:51

 

 

„წლევანდელი წელი იყო საკმაოდ დატვირთული, როგორც გამოწვევებით, ასევე მიღწევებით“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

მისივე თქმით, ქვყანაში დღემდე ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ოკუპაცია.

 

„დღემდე საქართველოს ტერიტორიების 20%-ით არის ოკუპირებული და ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი შეზღუდვა, 20%-ით შეზღუდვა ჩვენი ადამიანური კაპიტალის განვითარების და ჩვენი ქვეყნის პოტენციალის შემდგომი განვითარების. უკიდურესად მნიშვნელოვანია თითოეულ ჩვენგანს გვახსოვდეს, რა წინააღმდეგობებს ხვდებიან ჩვენი მოქალაქეები საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს. საბედნიეროდ, მშვიდობით დასრულდა ქართველი ექიმის უკანონო პატიმრობა, თუმცა თითოეულ ჩვენგანს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი მოქალაქეები საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს ყოველდღიურად ხვდებიან ამ წინააღმდეგობებს. დღეს სამწუხაროდ, ახალგორელებისთვის სრულად არის შეზღუდული გადაადგილების თავისუფლება და ეს არის ჰუმანიტარულად უმძიმესი მდგომარეობა“, - განაცხადა პრემიერმა.

 

როგორც გახარიამ აღნიშნა, მთავრობის, ქვეყნისა და მოქალაქეების პასუხი ოკუპაციაზე არის მოსახლეების 70%- ის მხარდაჭერა ევროატლანტიკურ ინტეგრაციის.

 

„ეს არის ის მიმართულება, რომელიც უკიდურესად მნიშვნელოვანია ჩვენს საგარეო პოლიტიკაში და რომელსაც რამდენი წელიც არ უნდა დასჭირდეს, საქართველოს თითოეული მოქალაქე თანმიმდევრულად გააგრძელებს. სწორედ ამიტომ, ჩვენი მთავრობის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი არის ქართული ტრადიციებით, ქართული კულტურული იდენტობით მივაღწიოთ ევროატლანტიკური ინსტიტუტების სრულფასოვან წევრობას“, - განაცხადა გახარიამ.

 

 

big_banner
არქივი