logo_geo
კახა კალაძე: სამშობლო ის სახლია, სადაც დედის ალერსი გაღვიძებთ
- +

1 იანვარი. 2020. 20:26

 

თბილისის მერი, კახა კალაძე, რესპუბლიკის მოედანზე გამართულ გალაკონცერტზე სიტყვით გამოვიდა და სრულიად საქართველოს კიდევ ერთხელ მიულოცა შობა-ახალი წელი.   

მისი თქმით, სამშობლო ის ქუჩაა, სადაც ყოველდღე ვთამაშობთ, ის სახლია, სადაც დედის ალერსი გვაღვიძებს.

სამშობლო არის ღმერთი, რომელსაც უყვარხართ და რომელიც უნდა გიყვარდეთ ყველაზე მეტად. დღეს ჩვენს ხელთაა უდიდესი ძალა, რომელიც ასე გვაერთიანებს და ახალი წლის ღამეს ხდის ჯადოსნურს - ესაა სიყვარული.  ყველა ზღაპრის არსი ხომ სიყვარულია, ყველა ნატვრის რეალიზებაც სიყვარულს უკავშირდება და როდესაც ასე გვიყვარს ერთმანეთი, როგორც ახლა, შეუძლებელი არაფერია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

თბილისის მერის თქმით, დარწმუნებულია, რომ 2020 წელი, სიყვარულით, სიხარულით, ბედნიერებითა და სიცოცხლით სავსე იქნება.


კიდევ ერთხელ ვულოცავ სრულიად საქართველოს შობა-ახალ წელს, ჩვენს ყველა მოქალაქეს, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი, ვულოცავ თბილისს, თბილისელებს და ჩვენი დედაქალაქის სტუმრებს, გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს, ჯანმრთელობას, კეთილდღეობას, სიყვარულს და ძალიან ძალიან ბევრ წარმატებას!
დარწმუნებული ვარ, წინ სიყვარულით, სიხარულით, ბედნიერებითა და სიცოცხლით სავსე წელი გველოდება! დაე, იყოს იგი კეთილდღეობის და სიკეთის მომტანი თითოეული ჩვენი ოჯახისთვის, სრულიად საქართველოსთვის!“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

big_banner
არქივი