logo_geo
ქეთევან ციხელაშვილი: საქართველო წესდების შესაბამისად იმოქმედებს
- +

6 იანვარი. 2020. 15:39

 

„ჩვენი ქვეყანა, როგორც ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე იმოქმედებს წესდების შესაბამისად“, - ასე პასუხობს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ევროსაბჭოს მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოში სერგეი ლავროვის მოსალოდნელ ვიზიტთან დაკავშირებით ჟურნალისტების დასმულ კითხვას.

 

მისივე თქმით, ღონისძიებასთან დაკავშირებით განცხადება კომიტეტის სამდივნოსთან შეთანხმებით გაკეთდება.

 

„საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა ამაზე განმარტება. საქართველოს აქვს ახლა უნიკალური პოზიცია, არის მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა. ჩვენი გაწევრიანებიდან ზუსტად 20 წლის შემდგომ ეს ძალიან მაღალი პასუხისგებლობაა, შესაძლებლობაც არის ქვეყნისთვის, რომ საუკეთესო კუთხით წარმოჩინდეს. ჩვენი ქვეყანა, როგორც ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე იმოქმედებს წესდების შესაბამისად. ღონისძიების მოახლოებასთან დაკავშირებით უკვე სამდივნოსთან შეთანხმებით გაკეთდება განცხადება“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

 

 

 

big_banner
არქივი