logo_geo
დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს ტერიტორიაზე აშშ-ის სამხედრო ბაზების განთავსების საკითხი არ განიხილება
- +

9 იანვარი. 2020. 14:11

 

 

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზების განთავსების საკითხი არ განიხილება. ამის შესახებ დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

 

როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, ამერიკული ბაზების განთავსების შანსებზე საუბარი სპეკულაციაა.

 

„ეს არის მხოლოდ სპეკულაციები, ეს საკითხი არ განიხილება“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

 

big_banner
არქივი