logo_geo
საგარეო საქმეთა სამინისტრომ 4 ეკონომიკური ატაშე შეარჩია
- +

9 იანვარი. 2020. 14:22

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 4 ეკონომიკური ატაშე შეარჩია, რომლებიც გადამზადების პროცედურების გავლის შემდეგ დაინიშნებიან. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

მინისტრს არ დაუკონკრეტებია, რომელ ქვეყნებში დაინიშნებიან ეკონომიკური ატაშეები, თუმცა, აღნიშნა, რომ ისინი საქართველოსთვის პრიორიტეტულ ქვეყნებში გაემგზავრებიან.

 

„საკონკურსო კომისიაში შედიოდა როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო, უშუალოდ მე გახლდით კომისიაში, ასევე ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, ამერიკა-საქართველოს სავაჭრო პალატის თავმჯდომარე, ასევე მოწვეული გვყავდა ამერიკული კომპანიის წარმომადგენლები, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართული გასაუბრებაში. 4 პირია შერჩეული, რომლებიც უკვე შემოვიდნენ საგარო საქმეთა სამინისტროს სისტემაში. ისინი გაივლიან გადამზადების პროცედურებს დიპლომატიურ კვლევის ცენტრში და როგორც კი მზად იქნებიან, გაემგზავრებიან იმ ქვეყნებში და რეგიონებში, რომელიც ჩვენთვის პრიორიტეტულია“, - განაცხადა ზალკალიანმა.

 

 

big_banner
არქივი