logo_geo
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის დირექტორად თამარ მახარაშვილი დაინიშნა
- +

14 იანვარი. 2020. 17:19

 

სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის დირექტორად თამარ მახარაშვილი დაინიშნა.

 

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის ინფორმაციით, საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით, კონკურსის შედეგების საფუძველზე, 2020 წლის 10 იანვარს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის დირექტორად თამარ მახარაშვილი დაინიშნა.

 

„თამარ მახარაშვილი ფლობს მაგისტრის ხარისხს აღმოსავლეთმცოდნეობაში და დასრულებული აქვს ასპირანტურის კურსი ებრაულ-არამეულ ფილოლოგიაში. სხვადასხვა პერიოდში საკვალიფიკაციო და პროფესიული განვითარების პროგრამებს გადიოდა ისრაელში, გერმანიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტში ხელმძღვანელობდა იუდაიკის კაბინეტს და არის ებრაული ენის ლექტორი. 2004 წელს ქართველი ებრაელებისთვის გამოსცა სახელმძღვანელო „დედა-ენა ებრაულად იაკობ გოგებაშვილის მიხედვით“. არის ისეთი მნიშვნელოვანი პროექტების ავტორი, როგორებიცაა: ისრაელში ქართული კულტურის დღეები და ტელემარათონები მზრუნველობამოკლებული ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის.

 

თამარ მახარაშვილს აქვს სამთავრობო უწყებებში მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის დიდი გამოცდილება. მას 2005 წლიდან დღემდე ეკავა საქართველოს მთავრობის კანცელარიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილისა და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილის თანამდებობები. ასევე ეჭირა მინისტრის მრჩევლის თანამდებობა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროში, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დირექტორის პოზიცია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში. მისი კარიერა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრში მოიცავს თანამდებობებს პროექტის ხელმძღვანელიდან დირექტორის მოადგილემდე“, -აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

 

 

 

 

big_banner
არქივი